Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 4 წლის შედეგებს შეაჯამებს
ipn.ge
21 December 2014, 19:20
მედიაციის სახლში ხვალ არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის 4 წლის შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებაზე დაგეგმილია 2014 წელს განხორციელებული ცვლილებების პრეზენტაცია და სამომავლო გეგმებზე მსჯელობა. არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან" აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეეები გახსნიან. გახსნის შემდეგ გაიმართება პროგრამაში ჩართული წარმატებული პროფესიონალების (მედიატორების, პროკურორებისა და სოციალური მუშაკების) დაჯილდოების ცერემონიალი.
"დანაშაულის ცენტრის პრევენციის" ინფორმაციით პროგრამა 2010 წლის 15 ნოემბერს ამოქმედდა. საქართველოში 2014 წელს 193 არასრულწლოვანი განერიდა საპატიმრო სასჯელსა და ნასამართლობას. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში სულ 732 არასრულწლოვანია განრიდებული. მათ შორის განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი 8%-ია. "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ინფორმაციით პროგრამის წარმატებას ცხადყოფს ის, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, პროგრამა წარმატებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის განმეორების მაჩვენებელი 20%-ზე ნაკლებია.
პროგრამის ეფექტურად წარმართვისთვის იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბაზაზე 2014 წლის 8 ივლისს გაიხსნა მედიაციის სახლი. განრიდებისა და მედიაციის პროგრამას მხარს უჭერენ და განვითარებაში ეხმარებიან: ევროკავშირის პროექტი "სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში", PH International-ი და გაეროს ბავშვთა ფონდი. ღონისძიება ხვალ 10 საათზეა ჩანიშნული.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი